Transit Pay

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

თარიღი: 01.10.2026

შპს „Transit Pay LLC არის კანონმდებლობით რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ონლაინ პლატფორმისა და აპლიკაციის საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო სატრანზიტო მომსახურებებზე (მაგ.: დაზღვევა, პარკინგი, ტრანზიტული გადასახადები) გადახდების ორგანიზებას.

საიდენტიფიკაციო კოდი: 999.110.1552861

შპს „Transit Pay LLC იღებს ვალდებულებას, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტები.

ჩვენი მიზანია განვმარტოთ, რა მონაცემებს ვაგროვებთ თქვენს შესახებ, როგორ ვამუშავებთ მათ, რა ზომებს მივმართავთ მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რა უფლებები გაქვთ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს.

ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ სამართლიანად და კანონიერად, მხოლოდ კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებისთვის, ხოლო მონაცემთა ბაზა დაცულია უკანონო წვდომისა და გამოყენებისგან.

რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • საკონტაქტო მონაცემები – რეგისტრაციისას ან მომსახურების მიღებისას მითითებული ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი.
  • სახელშეკრულებო მონაცემები – ინფორმაცია თქვენთვის მიწოდებული/გაწეული მომსახურებების შესახებ.
  • ფინანსური და ტრანზაქციული მონაცემები – პლატფორმაში გადახდები, ბალანსი, დავალიანება, ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
  • ტექნოლოგიური მონაცემები – მოწყობილობის ტიპი, IP მისამართი, cookies, ქცევითი მონაცემები, ლოკაციის შესახებ ინფორმაცია და სხვა ტექნიკური ჩანაწერები.
  • კომუნიკაციის მონაცემები – ელფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელებით ან სხვა არხებით თქვენთან და/ან პარტნიორ პროვაიდერებთან კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაცია.
  • საჯარო ინფორმაცია – კანონიერად საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომი მონაცემები.
  • ნებაყოფლობითი ინფორმაცია – ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც თქვენ თავად გვაწვდით.
  • სხვა საჭირო ინფორმაცია – რაც აუცილებელია სახელშეკრულებო ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად.

წყაროები, საიდანაც ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს

თქვენი მონაცემები ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი ან პარტნიორი/პროვაიდერი;
  • როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე ან აპლიკაციაში;
  • როდესაც იყენებთ ჩვენს მომსახურებებსა და გადახდის ფუნქციონალს;
  • როდესაც გვეკონტაქტებით ტელეფონით, ელფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო არხით;
  • როდესაც გვიგზავნით წერილებს/დოკუმენტებს/შეტყობინებებს ფოსტით, ელფოსტით, სოციალური ქსელით ან სხვა არხით;
  • საჭიროების შემთხვევაში საჯარო წყაროებიდან (მაგ.: საჯარო რეესტრი, ფინანსური ინსტიტუტები, საგადახდო პროვაიდერები და სხვა კანონიერად ხელმისაწვდომი წყაროები);
  • თქვენი თანხმობით პარტნიორი ორგანიზაციებიდან – მათ პლატფორმებზე რეგისტრაციისა და ტრანზაქციების შესახებ მონაცემების მისაღებად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებია.

პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონიერი მიზნებით და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მომსახურების სრულად მიწოდებისთვის, და მხოლოდ შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

  • მომსახურების გასაწევად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
  • თქვენი აქტივობების მონიტორინგისთვის და სტატუსის შეტყობინებების გასაგზავნად;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად;
  • ანგარიშგების, ანალიზისა და ფინანსური კონტროლის მიზნით;
  • სისტემების უსაფრთხოებისა და არასათანადო გამოყენების პრევენციისთვის;
  • დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების მიზნით;
  • კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და მონიტორინგისთვის;
  • პრეტენზიებზე რეაგირებისა და მომხმარებლის უკუკავშირის დასამუშავებლად;
  • კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებად;
  • პირდაპირი მარკეტინგისთვის – მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენი ან პარტნიორი სერვისების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი:

  • თქვენი ნებაყოფლობითი ზეპირი ან წერილობითი თანხმობა;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება;
  • ხელშეკრულების დადების ან შესრულების აუცილებლობა;
  • თქვენთვის მომსახურების გასაწევად აუცილებელი საჭიროება;
  • კომპანიის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა;
  • მონაცემთა საჯარო ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილი წესით;
  • დანაშაულის თავიდან აცილება/გამოვლენა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

საჭიროების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს იმ მესამე პირებს, რომლებიც ჩართული არიან მომსახურების პროცესში, მათ შორის:

  • საგადახდო სერვისის პროვაიდერები და ბანკები;
  • პარტნიორი სერვის-პროვაიდერები კონკრეტული მომსახურებების შესასრულებლად;
  • რეგულატორები, აუდიტორული ორგანიზაციები და სხვა უფლებამოსილი ორგანოები;
  • IT და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტორები უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის მიზნით.

მესამე პირებზე გადაცემა ხდება მხოლოდ საჭირო მოცულობით და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემები

მოქმედი წესების შესაბამისად, 16 წლამდე არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 16 წლის ასაკს მიღწეული პირი ან/და გაქვთ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

თქვენი უფლებები.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით თქვენ გაქვთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ: რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
  • ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
  • გაეცნოთ თქვენს შესახებ კომპანიაში დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები კანონმდებლობით დაწესებული წესით;
  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ: გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
  • მოითხოვოთ თქვენი მონაცმების დაბლოკვა, თუ: სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი წაშლა და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას; მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ სამართალწარმოების მიზნით; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ თქვენი მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და წაშალოს უკვე დამუშავებული მონაცემები, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. თქვენს მიერ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამასთან, თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, კომპანია შესაძლოა, მოკლებული იყოს შესაძლებლობას, სრულყოფილად გასწიოს მომსახურება.

თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ კომპანიას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს დარღვეული უფლებების დასაცავად.

თქვენი უფლებების შეზღუდვა.

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი ზემოთჩამოთვლილი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
  • მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს;
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

უფლებების შეზღუდვის ზომას კომპანია იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.

პირდაპირი მარკეტინგი

თუ თქვენ განაცხადებთ თანხმობას, თქვენი მონაცემები შეიძლება დამუშავდეს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, რათა მიიღოთ ინფორმაცია TransitPay-ის და პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოთხოვნის გაგზავნით ელფოსტაზე: info@transitpay.net

თქვენს მოთხოვნაზე პასუხს მიიღებთ მისი მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ სამართლებრივ, ტექნიკურ, ფიზიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დაცვისთვის, მათ შორის: წვდომის კონტროლს, სისტემურ მონიტორინგს და შიდა პროცესების რეგულარულ განახლებას.

მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომ მესამე პირების მიერ არასანქცირებული ქმედებების შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონმდებლობით.

მონაცემთა შენახვის ვადა

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მომსახურების აქტიური პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, თუ კანონმდებლობა უფრო ხანგრძლივ ვადას არ მოითხოვს.

შენახვის პერიოდი საჭიროა შემდეგი მიზნებისთვის:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად;
  • კომპანიისა და მომხმარებლის უფლებების დასაცავად.

თქვენი ვალდებულებები

მომსახურების მისაღებად საჭიროა სრულყოფილი და სწორი ინფორმაციის მოწოდება. საკონტაქტო ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში გთხოვთ დროულად შეგვატყობინოთ.

პლატფორმით სარგებლობისას ვალდებული ხართ დაიცვათ კანონმდებლობა და არ განათავსოთ ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც არღვევს მესამე პირის უფლებებს.

TransitPay-ის პლატფორმაზე ნებისმიერი ინფორმაციის ატვირთვით/გაზიარებით ადასტურებთ, რომ მისი გამოყენების, გაზიარებისა და გავრცელების უფლება კანონიერად გაგაჩნიათ.

საკონტაქტო ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: info@transitpay.net

ტელეფონი: +37441205525

მისამართი: ՀՀ, ք. Երևան, Ավան, Դուրյան թաղամաս, 44 շենք 6 բն.

ცვლილებები

დროთა განმავლობაში შესაძლოა საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილებების შემთხვევაში განახლებულ ვერსიას გამოვაქვეყნებთ ვებგვერდზე და/ან აპლიკაციაში.

მოდიფიცირებული პოლიტიკა ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. პლატფორმის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს, რომ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.